კამალა ჰარისი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად კვლავ იყაროს კენჭი 25.10.2025 16:37

აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ შესაძლოა, კვლავ იყაროს კენჭი.

ამის შესახებ კამალა ჰარისმა „ბიბისი"-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კამალა ჰარისი არ გამორიცხავს, რომ ერთხელაც შესაძლოა, პრეზიდენტი გახდეს, ის ასევე დარწმუნებულია, რომ მომავალში თეთრ სახლში ქალი იქნება.

ჰარისი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა აღნიშნავს, რომ მომავალში თავს პოლიტიკაში ისევ ხედავს.

ინტერვიუს დროს ჰარისმა დონალდ ტრამპი ტირანად მოიხსენია და თქვა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ტრამპის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები გამართლდა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ