,,ესტონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ჩამოაგდოს რუსული სამიზნეები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს გადაკვეთენ''- მარგუს ცაჰკნა 27.10.2025 19:26

ესტონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ჩამოაგდოს რუსული სამიზნეები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს გადაკვეთენ. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანდრეი სიბიგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ჟურნალისტებმა ცაჰკნას ჰკითხეს, მზად არის თუ არა ესტონეთი თავის საზღვარზე გამოჩენილი რუსული სამიზნეების ჩამოსაგდებად.

„ძალიან მარტივი პასუხი, როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს: ჩვენ მათ ჩამოვაგდებთ. ნატო-ს პროტოკოლი ამასთან დაკავშირებით 20 წელია, მოქმედებს. ალიანსი მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცაჰკნამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა 12 წუთის განმავლობაში ესტონეთის საჰაერო სივრცე როცა დაარღვია, ნატო-ს თვითმფრინავები ადგილზე იმყოფებოდნენ და მზად იყვნენ მოქმედებისთვის, თუ ისინი დაინახავდნენ ესტონეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის დაუყოვნებლივ საფრთხეს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ