,,არ ვფიქრობ, რომ ვიქტორ ორბანს რამე უნდა შევთავაზო''- ვოლოდიმირ ზელენსკი 04.11.2025 21:05

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ გეგმავს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს რაიმე შესთავაზოს იმის სანაცვლოდ, რომ ბუდაპეშტმა კიევის ევროინტეგრაცია არ დაბლოკოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების სამიტზე ონლაინ მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, პირიქით, უნგრეთმა რაღაც უნდა შესთავაზოს უკრაინას, რადგან კიევი მთელ ევროპას რუსული აგრესიისგან იცავს.

შეკითხვაზე, რა უნდა შესთავაზოს უკრაინამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს, რათა შეაჩეროს უნგრეთის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის დაბლოკვა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ არ უნდა დათმოს თავისი ღირებულებები.

„მე არ ვფიქრობ, რომ ვიქტორ ორბანს რამე უნდა შევთავაზო. ვფიქრობ, ვიქტორ ორბანმა რაღაც უნდა შესთავაზოს უკრაინას, რომელიც მთელ ევროპას რუსეთისგან იცავს. და ახლაც კი, ამ ომის დროს, ჩვენ მისგან არანაირი მხარდაჭერა არ მიგვიღია. უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის დაბლოკვა ვიქტორ ორბანის მხრიდან პუტინის მხარდაჭერის ძალიან სპეციფიკური ფორმაა. და ეს, ჩემი აზრით, ნამდვილად არ არის კარგი “, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინული მედია წერს, რომ ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ორბანი უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევის წინააღმდეგ გამოდის და სისტემატურად ცდილობს, ევროკავშირში უკრაინის მხარდაჭერის ინიციატივები დაბლოკოს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ