თურქეთი ევროკომისიის ანგარიშს უსაფუძვლოდ და მიკერძოებულად მიიჩნევს 04.11.2025 22:20

თურქეთი ევროკომისიის მიერ ქვეყანაში „დემოკრატიული ღირებულებების“ შესახებ წარდგენილ ანგარიშს უსაფუძვლოდ და მიკერძოებულად მიიჩნევს, – ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ჩვენ უარვყოფთ ევროკომისიის მიერ თურქეთის შესახებ დღეს (4 ნოემბერი) გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემულ მიკერძოებულ, ნაწილობრივ და უსაფუძვლო ბრალდებებს სასამართლო სისტემასთან, ფუნდამენტურ უფლებებთან და შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს კომენტარები არა მხოლოდ არ შეესაბამება თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში პოზიტიური დღის წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობებს, არამედ ეწინააღმდეგება ორივე მხარის გრძელვადიან ინტერესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისიამ ადრე განაცხადა, რომ არ იყო დარწმუნებული თურქეთის „დემოკრატიული ღირებულებებისადმი“ სრულ ერთგულებაში და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2018 წლიდან შეჩერებულია.

ცნობისთვის, ევროკომისიამ დღეს კანდიდატი ქვეყნების მიერ გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელების პროგრესის შესახებ ანგარიში წარადგინა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ