პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ამერიკულ ბირთვულ სწავლებებზე საპასუხო ზომები განიხილა 05.11.2025 19:08

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ამერიკულ ბირთვულ სწავლებებზე საპასუხო ზომები განიხილა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა მოახსენა, ოქტომბერში აშშ-მა ჩაატარა წვრთნა, რომელზეც რუსეთზე პრევენციული სარაკეტო-ბირთვული დარტყმა დამუშავდა.

გარდა ამისა, ვაშინგტონი აპირებს ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში განათავსოს რაკეტები, რომელთა ფრენის დრო გერმანიიდან რუსეთის ცენტრალურ ნაწილამდე 6-7 წუთი იქნება.

პუტინმა სერიოზულ საკითხად შეაფასა ამერიკის ლიდერის, დონალდ ტრამპის განცხადებები ბირთვული გამოცდების განახლების შესახებ. მან დასძინა, რომ უშიშროების საბჭომ გააანალიზა აშშ-ის მმართველ წრეებში გაჟღერებული გამონათქვამები.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ