ბრიტანეთმა სირიის პრეზიდენტსა და შს მინისტრს სანქციები მოუხსნა 07.11.2025 15:55

დიდმა ბრიტანეთმა სირიის პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა. ამის შესახებ „როიტერი" წერს.

დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ შარაასა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ანას ხატაბის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა.

ცნობისთვის, მომდევნო კვირაში აჰმედ ალ შარაა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩადის, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ