მთავრობის ე.წ. შათდაუნის გამო აშშ-ში გაუქმდა ასობით და გადაიდო ათასობით ფრენა 07.11.2025 22:27

მთავრობის ე.წ. შათდაუნის გამო აშშ-ში ათასობით ფრენა გაუქმდა ან გადაიდო.

მთავრობის ფუნქციონირების შეფერხების გამო, 7 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 40 ყველაზე დატვირთულ აეროპორტს პრობლემები შეექმნა, რის გამოც 855 ფრენა გაუქმდა, 2 301 ფრენა კი გადაიდო.

ავიაკომპანიები მგზავრების ალტერნატიულ რეისებზე ხელახლა დაჯავშნას ცდილობენ.

აეროპორტები საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების დეფიციტს განიცდიან, რომელთა ნაწილი ფედერალური მთავრობის დახურვის დროს ანაზღაურების გარეშე მუშაობს. ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შესაძლოა დღეში 4 000-მდე რეისი შემცირდეს.

აშშ-ის სენატი ცდილობს შეთანხმების მიღწევას მთავრობის მუშაობის აღსადგენად, რომლის მუშაობა უკვე 37 დღეა, შეჩერებულია.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ