,,უკრაინისთვის გამარჯვება სასწაული იქნება''- ორბანი 07.11.2025 22:46

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, ვიქტორ ორბანი ძალიან კარგად იცნობს ვლადიმირ პუტინს.

„ვფიქრობ, ვიქტორი გრძნობს, რომ ამ ომს არც თუ ისე შორეულ მომავალში დავასრულებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„პრობლემა ის არის, რომ პრეზიდენტს [ტრამპს] აქვს უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც უბრალოდ ბრწყინვალე და ძალიან პოზიტიურია ევროპის კონტინენტისა და ევროპის ყველა ხალხისთვის“, - განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

„მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ ვართ გაერთიანებულნი, რადგან ბრიუსელს და ევროპელებს ომის მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვთ. ასე რომ, ერთადერთი პრო-სამშვიდობო მთავრობა არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და პატარა უნგრეთი ევროპაში. ყველა სხვა მთავრობას ურჩევნია ომის გაგრძელება, რადგან ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ორბანმა.

ტრამპმა ორბანს მიმართა და კითხა, იტყვის თუ არა, რომ უკრაინას არ შეუძლია ომში გამარჯვება.

„იცით, [ეს] სასწაული შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ორბანმა.

„ჰო, მართალია“, - უპასუხა ტრამპმა.

 

პრეზიდენტმა მანამდე აღნიშნა, რომ პუტინის მოუქნელობამ უკრაინის საკითხზე, აიძულა იგი, უარი ეთქვა პირისპირ მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გეგმებზე.

"ვისურვებდი, ეს უნგრეთში, ბუდაპეშტში ყოფილიყო. ის შეხვედრა, როგორც აღმოჩნდა, არ მინდოდა, რადგან არ მეგონა, რაიმე მნიშვნელოვანი მოხდებოდა. მაგრამ თუკი შეხვედრა შედგება, მინდა, რომ ეს ბუდაპეშტში მოხდეს,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ