მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებულები პალესტინურ სოფლებს თავს დაესხნენ, დაშავებულია 15 ადამიანი 09.11.2025 09:57

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებულები პალესტინურ სოფლებს დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად დაშავდა 15 ადამიანი. ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს.

„თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, დაშავებულებს შორის არიან პალესტინელები, ისრაელელი და უცხოელი მოხალისეები, ისრაელის თავდაცვის ძალების რეზერვისტი, მედიკოსი და „როიტერის“ ფოტოგრაფი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა პალესტინურ სოფლებში – ბურინსა და ბეითაში მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან ნიღბიანები პალესტინელებს ხელკეტებით და როგორც ესვრიან ქვებს ზეთისხილის ბაღში მყოფ მოხალისეებს.

მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის ასევე არის ბურინის მკვიდრი ბაშარ ეიდი, რომლის სახლის მიმდებარე ტერიტორია ორი კვირის წინ სამხედრო ზონად გამოცხადდა, მაშინ მის დასახმარებლად მისული ისრაელელი მოხალისეები დააკავეს, ხოლო ორი ამერიკელი მოხალისე ქვეყნიდან დაადეპორტეს. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადეს, დაპირისპირება მათმა სამხედროებმა ჩაახშეს. მათივე თქმით, საქმეს ამჟამად პოლიცია იძიებს.
როგორც მედია წერს, ზეთისხილის კრეფის სეზონზე, რომელიც ოქტომბრიდან დაიწყო, არაერთი თავდასხმა მოხდა. მათივე ცნობით, ისრაელელები თავს ესხმიან ზეთისხილის მკრეფავ პალესტინელებს და იმ მოხალისეებს, რომლებიც ფერმერებს მოსავლის აღებაში ეხმარებიან.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ