ტრამპი: ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან, მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა, მინიმუმ 2 000 დოლარის ოდენობის დივიდენდი ყველას გადაეცემა 09.11.2025 20:03

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მინიმუმ 2000 დოლარის ოდენობის დივიდენდი ყველა ადამიანს (მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა) გადაეცემა. 

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ „ის ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან“.

„ჩვენ ტრილიონობით დოლარს ვიღებთ და მალე დავიწყებთ ჩვენი უზარმაზარი ვალის, 37 ტრილიონი დოლარის, დაფარვას. აშშ-ში რეკორდული ინვესტიციებია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქარხნების რაოდენობა იზრდება. მინიმუმ 2000 დოლარის ოდენობის დივიდენდი ყველა ადამიანს (მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა) გადაეცემა“, - აცხადებს დონალდ ტრამპი. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ