,, თუ დავინახავთ მეტ რადიკალურ ნაბიჯებს ამ ორგანიზაციების მხრიდან, საზოგადოება ალბათ დასკვნებს გამოიტანს''- ლევან მახაშვილი 10.11.2025 18:15

არასამთავრობო ორგანიზაციების გასაიდუმლოებული შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან - "კურიერის" ინფორმაციით, ოლივიე კურტო "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ჭანტურიას ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში შედგა და არა საფრანგეთის საელჩოში, რომელიც კრწანისში მდებარეობს. რა საკითხები განიხილეს ან რა რჩევები მისცა დიპლომატმა NGO-ებს - ელჩს კომენტარი არ გაუკეთებია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სამომავლოდ გადადგმული ნაბიჯებიდან გახდება ცნობილი, თუ რაზე იყო საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე.

"აქამდე ჩვენ სამწუხარო გამოცდილება გვქონდა, როდესაც იმართებოდა ხოლმე ზოგიერთ ელჩთან აუდიენცია, შემდგომ ჩვენ ვხედავდით ამ პოლიტიკური ძალების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უფრო მეტ რადიკალურ ნაბიჯებს. დღეს შევხედოთ, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ახალი ელჩის პირობებში... უპირველესად, რა მოლოდინიც გვაქვს ახალი ელჩისგან, არის, რომ მათ შორის ამ ორგანიზაციებს აუხსნის, რომ აუცილებელია დემოკრატიულ ჩარჩოში ჩასხდნენ და ის, რომ იმედია, ფრანგული გადასახადების გადამხდელების ფული, სხვადასხვა მეთოდით, ორმხრივად თუ ევროპის დაფინანსების გავლით, არ იქნება ისევ ჩასხმული რადიკალიზაციის პროცესებში. ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. დანარჩენი გამოჩნდება მათი კონკრეტული ნაბიჯებით თუ რეალურად რაზე იყო საუბარი. თუ დავინახავთ მეტ რადიკალურ ნაბიჯებს ამ ორგანიზაციების მხრიდან, საზოგადოება ალბათ დასკვნებს გამოიტანს, რეალურად რაზე იყო ამ შეხვედრაზე საუბარი“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.  

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ