10.11.2025 22:31
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პოლიტიკურ თემებთან ერთად მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
უმრავლესობის სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო პარლამენტის ბიუროზე დღეს განხილულ საკითხებს. კერძოდ, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დაიწყება ახალი საკანონმდებლო ინიციატივების საკომიტეტო განხილვები, მათ შორის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების.
ასევე, სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის ბიუჯეტის პროექტს.
უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, ოთხშაბათს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელებს.
ავტორ(ებ)ი :