ქრისტიანებმა ევროპაში ერთმანეთი არ უნდა დახოცონ, რუსეთ-უკრაინის ტრაგიკული ომი უნდა დასრულდეს-ვიქტორ ორბანი 12.11.2025 12:28

შეთანხმება მიღწევასთან ახლოს იყო, შემდგომი დიალოგი და დიპლომატია არის ის, რაც ცვლილებებს მოიტანს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ერთ-ერთ უნგრულ ტელეარხთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთი სამშვიდობო მცდელობებს აგრძელებს.

 

„უნგრეთი აგრძელებს სამშვიდობო მცდელობებს. შეთანხმება მიღწევასთან ახლოს იყო. შემდგომი დიალოგი და დიპლომატია არის ის, რაც ცვლილებებს მოიტანს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში. ქრისტიანებმა ევროპაში ერთმანეთი არ უნდა დახოცონ – ძალიან ბევრი სიცოცხლე უკვე დაკარგულია. ეს ტრაგიკული ომი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ორბანმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ