დონალდ ტუსკი 1989 წლიდან პოლონეთის ყველაზე ცუდი პრემიერ-მინისტრია -კაროლ ნავროცკი 12.11.2025 13:13

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს აკრიტიკებს და მას 1989 წლიდან მთავრობის ყველაზე ცუდ მეთაურს უწოდებს. ამასთანავე, ნავროცკი მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ტუსკთან ფუნდამენტურ საკითხებზე.

ამის შესახებ კაროლ ნავრიცკიმ ტელეკომპანია wPolsce24-ის ეთერში განაცხადა.

„მე წარმომიდგენია პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობა ფუნდამენტურ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფოს ფუნქციონირებას ეხება, ამასთან უცვლელად ვაღიარებ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს 1989 წლიდან პოლონეთის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრემიერ-მინისტრად. თუმცა, დღეს პოლონელები იმედოვნებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

პოლონეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შორის ბოლო უთანხმოება მოჰყვა კაროლ ნავროცკის უარს სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის ოფიცრების წოდებების მინიჭბაზე. ამასთან დაკავშირებით, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრეზიდენტად ყოფნისთვის არ არის საკმარისი არჩევნებში გამარჯვება.

„მე არ ვარ ნაწყენი პემიერ-მინისტრზე. როგორც ქრისტიანი, ღრმა წყენას არ ვატარებ. საარჩევნო კამპანიის დროს პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს ჩემზე ბევრად უარესი უთქვამს. მე პოლონეთის პრეზიდენტი ვარ. ბატონი პრემიერ-მინისტრი - პოლონეთის პრემიერ-მინისტრია, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ არ განვიხილავთ ფუნდამენტურ საკითხებს", - თქვა ნავროცკიმ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ