თურქეთის თავდაცვის ძალების თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა ცხედრებს სამშობლოში გადაასვენებენ 12.11.2025 17:29

თურქეთის თავდაცვის ძალების თვითმფრინავის ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ცხედრებს სამშობლოში გადაასვენებენ. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბურჰანეთინ დურანმა განაცხადა.

მისი თქმით, ცხედრებს იმავე, a-400M ტიპის თვითმფრინავით გადაასვენებენ, რომლითაც საქართველოში სამძებრო-სამაშველო ეკიპაჟი გადაიყვანეს.

ამასთან, დურანის განცხადებით, მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას ოპერატიული რეაგირებისა და აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბორტზე მყოფი 20 ადამიანიდან ამ ეტაპზე 19 პირის ცხედარია აღმოჩენილი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ