,,ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები რუსული პასპორტების აღებას მუდმივი ცხოვრების ადგილზე შეძლებენ'' - რუსული მედია 12.11.2025 21:31

 

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები რუსული პასპორტების აღებას მუდმივი ცხოვრების ადგილზე შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთის მთავრობამ გაამარტივა რუსული პასპორტების გაცემის პროცესი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრები ორმაგი მოქალაქეების მქონე ადამიანებისთვის. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მცხოვრებლებს რუსული პასპორტის პირველად მისაღებად ან განახლებისთვის რუსეთში წასვლა აღარ დასჭირდებათ.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დროებითი ჯგუფები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განლაგდებიან, რათა რუსული პასპორტების გაცემასთან ან განახლებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოაგვარონ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ