,,პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მათ, ვინც ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავზე ინფორმაცია საბერძნეთის საჰაერო ძალების სოციალური ქსელში გააზიარა''- ომერ ჩელიკი 14.11.2025 16:28

თურქეთი C-130 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით საბერძნეთის საჰაერო ძალების გამოხმაურებას გმობს.

თურქეთის მმართველი პარტიის, „სამართლიანობის და განვითარების“ პრესსპიკერის, ომერ ჩელიკის განცხადებით, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მათ, ვინც C-130 თვითმფრინავის შესახებ ინფორმაცია საბერძნეთის საჰაერო ძალების სოციალური ქსელის ანგარიშზე გააზიარა.

ჩელიკმა ბერძნული მხარის მიერ პოსტის შემდგომი წაშლა სწორ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყნები ერთმანეთს ეხმარებიან და იზიარებენ ტკივილს სტიქიური უბედურებების, მათ შორის მიწისძვრების დროს.

გავრცელებული ცნობით, C-130 სატვირთო თვითმფრინავების ფოტო საბერძნეთის საჰაერო ძალების სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელსაც ჰქონდა სათაური „დღის ფოტო“. თურქული მხარის პროტესტის შემდეგ, ფოტო წაიშალა. მოგვიანებით, საბერძნეთის საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნა სამძიმრის წერილი, რომელსაც ხელს გენერალი დიმოსთენის გრიგორიადისი აწერდა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ