14.11.2025 18:25
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკომისია რუსული გაზის იმპორტზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამის გამო უნგრეთი ევროკავშირს მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში უჩივლებს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
ორბანმა ბრიუსელის არჩევანს არაკანონიერი უწოდა, რადგან ის ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება.
„ჩვენთვის მიუღებელია ეს უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება და ეროვნული მთავრობის, რომელიც მას არ ეთანხმება, მუშაობას აფერხებს. ჩვენ ევროპულ სასამართლოში მივდივართ“, - ციტირებს გამოცემა ორბანს.
ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტის 2026 წლის პირველ იანვრამდე შეწყვეტის ეტაპობრივი გეგმა დაამტკიცა.
ავტორ(ებ)ი :