ნატო რუსეთზე თავდასხმას თუ გადაწყვეტს, რუსეთი ყველა არსებული საშუალებით უპასუხებს-მარია ზახაროვა 14.11.2025 19:48

ნატო რუსეთზე თავდასხმას თუ გადაწყვეტს, რუსეთი ყველა არსებული საშუალებით უპასუხებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმის გეგმები, თუმცა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომები უკვე მიიღება რუსეთის საზღვრებთან ალიანსის მიერ თავისი კონტინგენტების გაზრდის ფონზე.

„ნატო-ს სტრატეგები ისეთ გიჟურ იდეას თუ განიხილავენ, როგორიცაა რუსეთზე თავდასხმა, მათ ეჭვი არ უნდა შეეპაროთ, რომ ყველა არსებული საშუალებით ვუპასუხებთ. მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, ამავე დროს ყოველთვის მშვიდობის, მეგობრობისა და თანასწორი თანამშრომლობის პრიორიტეტით ვხელმძღვანელობთ", - განაცხადა ზახაროვამ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ