უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპსა და პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია-ჯეი დი ვენსი 15.11.2025 16:21

უკრაინაში ომის დასასრულებლად აუცილებელია აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის დიალოგი. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

ვენსმა აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანისგან მოისმინა ტრამპის მიმართ კრიტიკა პუტინთან საუბრის გამო.

„არ არის აუცილებელი, დაეთანხმოთ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინაში შეჭრის შესახებ, მაგრამ თუ გსურთ მშვიდობის დამყარება, ძლიერი უნდა იყოთ. უნდა ესაუბროთ ხალხს. უნდა ჩაერთოთ აგრესიულ, აქტიურ დიპლომატიაში", - განაცხადა ვენსმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დოქტრინა, მშვიდობის მიღწევასთან ერთად, ძლიერი სამხედრო ძალის შენარჩუნებას ეფუძნება.

„მისი დოქტრინაა მსოფლიოში უძლიერესი არმია, მშვიდობაზე ფოკუსირება და ის, რომ ვაშინგტონში ჟურნალისტებს არ მისცე უფლება, ისაუბრონ, ვისთან შეიძლება დიპლომატიის წარმოება", - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ