კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს 15.11.2025 23:33

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარი გამართეს. აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

„შედგა მოსაზრებების საფუძვლიანი გაცვლა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე, ცეცხლის შეწყვეტისა და პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმების განხორციელების კონტექსტში. ასევე, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებულ ვითარებასა და სირიაში შემდგომი სტაბილიზაციის ხელშეწყობის საკითხებზე“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ