16.11.2025 21:06
იმედია, აშშ-სა და ჩინეთს შორის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ნოემბრის ბოლომდე გაფორმდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ორი ლიდერის, პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ ჩინეთი პატივს სცემს შეთანხმებებს“, – განაცხადა ბესენტმა.
შეგახსენებთ, გასულ თვეში სამხრეთ კორეაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დაუყოვნებლივ შეამცირებს ტარიფებს ყველა ჩინურ საქონელზე, რომლებიც მანამდე დაწესდა ფენტანილის ქიმიური ინგრედიენტების შედინების საპასუხოდ. სი ძინპინმა კი განაცხადა, რომ ორივე მხარემ მიაღწია კონსენსუსს „მთავარ სავაჭრო საკითხებზე“.
ავტორ(ებ)ი :