18.11.2025 17:36
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, 2017 და 2022 წლებში საარჩევნო კამპანიების უკანონო დაფინანსების საქმესთან დაკავშირებით კვლავ ჩხრეკა ჩატარდა, - ამის შესახებ სააგენტო France-Presse სასამართლო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ცნობით, ჩხრეკა ფრანგმა გამომძიებლებმა ამერიკული საკონსულტაციო ფირმა McKinsey-ის პარიზში მდებარე შტაბ-ბინაში ჩაატარეს.
„ნოემბრის დასაწყისში, McKinsey-ის შენობა კვლავ გაჩხრიკეს, როგორც სისხლის სამართლის გამოძიების ნაწილი, რომელიც ემანუელ მაკრონის საარჩევნო კამპანიებში საკონსულტაციო ფირმების ჩარევის პირობებს ეხებოდა", - ნათქვამია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ მაკრონის წინააღმდეგ გამოძიება 2022 წლის ნოემბერში დაიწყო.
ავტორ(ებ)ი :