,,ბრიუსელს სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯები ჩვენმა შვილიშვილებმა გადაიხადონ''- ორბანი 19.11.2025 17:55

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მწვავედ გააკრიტიკა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც მომავალი ორი წლის განმავლობაში უკრაინისთვის 135 მილიარდი ევროს ოდენობის ფულადი დახმარების გამოყოფას აპირებს.

„ევროკომისიის პრეზიდენტი ითხოვს მომდევნო ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 135 მილიარდი ევროს გამოყოფას. ეს უნგრეთის წლიური ეკონომიკის 65%-ია, უნგრელი პენსიონერების შვიდი წლის პენსიაა და ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის თითქმის 3/4-ია. ასტრონომიული თანხაა, რომელიც დღეს არ არსებობს. ის უბრალოდ არ არსებობს. ბრიუსელი „ჯადოსნური ხერხით“ ისევ ერთიან ევროპულ კრედიტად იქცევა, რომელიც ჩვენი შვილიშვილების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯების დაფარვის გარანტიას იძლევა“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.

უნგრეთის პრემიერი აბსურდს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ევროკომისია უნგრეთისგან ფულს ითხოვს მაშინ, როცა ბრიუსელი ბუდაპეშტს მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის, გენდერულ იდეოლოგიაზე შეხედულებებისა თუ სამშვიდობო ხედვის გამო ფინანსურად ასანქცირებს.

„ჩვენ უნგრელებს გვთხოვენ წვლილის შეტანას. ანუ ქვეყანას, რომელსაც ყოველდღიურად 1 მილიონი ევროთი გვაჯარიმებენ, რადგან მიგრანტებს არ ვუშვებთ საზღვარზე. ქვეყანას, რომელსაც ფინანსურად გვსჯიან ომთან და გენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციის გამო. ეს არამცთუ შეუძლებელი, არამედ კატეგორიულად აბსურდულია. უნგრეთის პასუხი არ დააყოვნებს“, - დასძინა ორბანმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ