19.11.2025 18:11
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპიკერი, ნატ პერი, სიცრუეს უწოდებს თინა ბოკუჩავას განცხადებას, თითქოს ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო
"საპარლამენტო ასამბლეას არ მიუღია არანაირი რეზოლუცია 17-19 ნოემბრის საშემოდგომო შეხვედრაზე სტამბოლში. მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, სიცრუეა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები მხარს უჭერენ საქართველოში კონსტრუქციულ გამოსავალს, ეუთოს ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად", - აღნიშნავს ნატ პერი "ქრონიკის" კითხვის პასუხად.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მიმართ კრიტიკული შინაარსის არის.
ავტორ(ებ)ი :