19.11.2025 19:46
პოლონეთი ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის რკინიგზის, დასაცავად 10 000 ჯარისკაცს განათავსებს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე არსებობს მსგავსი პრაქტიკა, როდესაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ქალაქების მნიშვნელოვან ობიექტებს სამხედროები იცავენ.
„წარმოგიდგენთ ოპერაცია „ჰორიზონტს“, პოლონეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის ოპერაციას, პოლიციის ფუნქციონირების კონკრეტული მუხლების შესაბამისად, უსაფრთხოების საქმიანობისთვის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისთვის, ერთობლივი პატრულირებისა და ყველა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლობისთვის, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ დივერსიულ აქტებს და გავზარდოთ პოლონეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამ ოპერაციაში 10 000-მდე ჯარისკაცს ვრიცხავთ. ვითარება ასეთ ვალდებულებას მოითხოვს. ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში ხშირად შეგიძლიათ, ნახოთ ჯარისკაცები ქუჩებში. პოლონეთი ამისთვის მზადაა. ჩვენ გვყავს სიდიდით მესამე არმია“, – განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
ავტორ(ებ)ი :