22.11.2025 12:59
ამერიკელი გენერლების ჯგუფი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს ჩავა მოსკოვში, რათა კრემლთან განიხილოს ვაშინგტონის მიერ შემუშავებული "მშვიდობის გეგმა",-ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
"ამავე დღეს "დიდი შვიდეულის" ლიდერები და „დიდი ოცეულის" სხვა ქვეყნები G20-ის იოჰანესბურგის ორდღიანი სამიტის ფარგლებში განიხილავენ აშშ-ის მიერ შემუშავებულ გეგმას", - წერს The Guardian-ი.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაციამ, რომელსაც არმიის მდივანი, დენ დრისკოლი ხელმძღვანელობდა, ხუთშაბათს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართა.
"ტრამპმა დრისკოლი თავის ახალ "სპეციალურ წარმომადგენლად" დანიშნა. ამერიკელი გენერლების ჯგუფი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს მოსკოვში გაფრინდება, რათა კრემლთან "სამშვიდობო გეგმა" განიხილონ", - წერს The Guardian-ი.
როგორც The Guardian-ის სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც აგრესიას წაახალისებს, "ძალიან საშიშ" გლობალურ პრეცედენტს შექმნის.
"აგრესიას უბრალოდ თუ დაემორჩილებით, ახალ აგრესიას გამოიწვევთ", - განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, რუსეთის მაგალითზე სხვა ქვეყნებსაც შეიძლება გაუჩნდეთ გაუჩნდეთ "მადა" მეზობელი ტერიტორიების მიმართ.
ავტორ(ებ)ი :