,,სამშვიდობო შეთანხმება ეფუძნება, როგორც რუსული ასევე, უკრაინული მხარის წინადადებებსაც'' - მარკო რუბიო 23.11.2025 10:42

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ სამშვიდობო წინადადების ავტორი ამერიკაა. ამის შესახებ მარკო რუბიო სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„ის შეთავაზებულია, როგორც ძლიერი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ის რუსული მხარის წინადადებებს ეფუძნება, თუმცა, ასევე ეფუძნება უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებსაც“, – წერს რუბიო.

მანამდე, „სქაინიუსი“ ორ ამერიკელ სენატორზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკის მიერ წარდგენილი 28-პუნქტიანი გეგმა არ იყო ადმინისტრაციის და ამას რუსების სურვილების სია უწოდა.

„ეს ადმინისტრაცია არ იყო პასუხისმგებელი გეგმის ამჟამინდელი სახით გამოშვებაზე, მათ სურთ მისი გამოყენება საწყის წერტილად“, – თქვა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მაიკ რაუნდსმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ