ნიგერიაში სკოლიდან ასობით ბავშვი გაიტაცეს 23.11.2025 12:43

 ცენტრალურ ნიგერიაში, პაპირიში კათოლიკური სკოლიდან 315 ადამიანი გაიტაცეს - 303 მოსწავლე და 12 მასწავლებელი.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული კაცები სკოლის შენობაში პარასკევს, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე შევარდნენ და იქ დარჩენილი მოსწავლეები გაიტაცეს. სამართალდამცველები ახლომდებარე ტყეებში აწარმოებენ სამძებრო სამუშაოებს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ სკოლაში არ გაითვალისწინეს მთავრობის გაფრთხილება შესაძლო თავდასხმის შესახებ და თავდაცვისთვის საჭირო ზომები არ მიიღეს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ