პიტერ სიიარტო ევროპას ადანაშაულებს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის დაბლოკვის მცდელობაში 24.11.2025 18:30

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ „ზოგიერთი ევროპელი ლიდერი“ ცდილობს, დაბლოკოს ამერიკული სამშვიდობო გეგმა რუსეთ-უკრაინის ომის მოსაგვარებლად.

სიიარტომ აღნიშნა, რომ ეს ამერიკული წინადადება არის „მნიშვნელოვანი შესაძლებლობა“ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის.

„ჩვენი პოზიცია ნათელია: ყველა ევროპელი პოლიტიკოსის მოვალეობაა, სრულად და უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას, რადგან ეს არის რაციონალური და ჰუმანური არჩევანი“, - განაცხადა მან.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ