26.11.2025 12:49
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტიფ უიტკოფისა და იური უშაკოვის ფარულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელიც „ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნა.
დონალდ ტრამპი აცხადებს, მოლაპარაკება სტანდარტული პროცედურაა.
„ამის შესახებ არ მსმენია. თუმცა, სტანდარტული ვითარებაა, რადგან ეს უკრაინას უნდა მიჰყიდოს. უკრაინა რუსეთს უნდა მიჰყიდოს. ეს არის ის, რასაც გარიგების შემსრულებელი აკეთებს. შენ უნდა თქვა, „ნახე მათ ეს სურთ. შენ ისინი ამაში უნდა დაარწმუნო“. იცით, ეს მოლაპარაკებების ძალიან სტანდარტული ფორმაა. ამის შესახებ არ მსმენია, თუმცა მსმენია, რომ იყო სტანდარტული მოლაპარაკება. ვფიქრობ, უკრაინასაც იმავეს ეუბნება, რადგან თითოეულმა მხარემ საკუთარი აზრი უნდა გამოთქვას“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
კითხვაზე, აწუხებს, თუ არა სტივ უიტკოფის პრორუსული პოზიცია, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, „არა ვფიქრობ, ეს ომი უკრაინაში შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს და რუსეთს გაცილებით მეტი ხალხი და სამხედროები ჰყავს“.
„ამიტომ ვფიქრობ, უკრაინა შეთანხმებას თუ მიაღწევს, ეს კარგი იქნება. ვფიქრობ, ეს ორივე მხარისთვის შესანიშნავი იქნება. გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, ეს ორივე მხარისთვის შესანიშნავი იქნება, მაგრამ უკრაინას იცით, ხალხის გაცილებით მცირე ჯგუფი ჰყავს. მათ ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგეს. რუსეთმა ბევრი ადამიანი დაკარგა, მაგრამ რუსეთს გაცილებით დიდი ჯგუფი ჰყავს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, „ბლუმბერგმა“გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლი სტივ უიტკოფი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი საუბრობენ.
ავტორ(ებ)ი :