დიმიტრი პესკოვი: სტივ უიტკოფის გათავისუფლებას ვინც ითხოვს, სამშვიდობო პროცესის შეფერხება სურს 26.11.2025 23:27

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვინც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის გათავისუფლებას ითხოვს, სამშვიდობო პროცესის შეფერხება სურს.

„უპირველეს ყოვლისა, ამაში ასეთი საშიში არაფერია. სავარაუდოდ,  ის ხმები, რომლებიც ახლა ვრცელდება – „გაათავისუფლეთ უიტკოფი“ – მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯების ჩაშლას“, – აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვი მოუთმენლად ელოდება  დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს.

ცნობისთვის, „ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც, გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი საუბრობენ. კერძოდ, გამოცემის ცნობით, ჩანაწერის მიხედვით, უიტკოფი უშაკოვს რჩევას აძლევს, „როგორ შეეძლო რუსეთს ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა“.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ