27.11.2025 22:54
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის „სამშვიდობო გეგმას" ეხმაურება. მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების პროექტი არ არსებობდა და ეს იყო განსახილველი საკითხების სია.
რაც შეეხება ჟენევაში აშშ-სა და უკრაინას შორის შეთანხმებულ პუნქტებს, პუტინის თქმით, 28-პუნქტიანი გეგმა მხარეებმა იქ ოთხ ნაწილად დაყვეს.
„უკრაინასა და აშშ-ს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მათ ერთმანეთში გადაწყვიტეს, რომ ეს 28 პუნქტი დაეყოთ ოთხ კომპონენტად, ეს ყოველივე გადმოგვეცა ჩვენ. საბოლოო ჯამში, ვთანხმდებით, რომ ეს, შესაძლოა, იყოს მომავალი შეთანხმებების საფუძველი", - განაცხადა პუტინმა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, საომარი მოქმედებები შეჩერდება მაშინ, როდესაც უკრაინის ჯარი დატოვებს დაკავებულ პოზიციებს.
„თუ უკრაინელი სამხედროები დატოვებენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც ახლა ოკუპირებული აქვთ, მაშინ ჩვენ შევწყვეტთ საომარ მოქმედებებს, თუ ისინი არ გავლენ, მაშინ ამას ისედაც მივაღწევთ სამხედრო შესაძლებლობებით", - აღნიშნა პუტინმა.
ავტორ(ებ)ი :