27.11.2025 23:24
ვმუშაობთ, რომ რუსული ნავთობი და გაზი უნგრეთში განუწყვეტლივ შემოვიდეს, თუ ჩვენ გვექნება, სერბეთსაც ექნება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი წერს.
მისივე თქმით, უნგრეთი სერბეთს ნავთობსა და გაზს გაუზიარებს.
„უნგრეთს ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი მარაგი არ აქვს, ამიტომ სტაბილური იმპორტის უზრუნველყოფა აუცილებელია. ჩვენ გავთავისუფლდით აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებისგან და ვმუშაობთ, რომ რუსული ნავთობი და გაზი უნგრეთში განუწყვეტლივ შემოვიდეს. თუ ჩვენ გვექნება, სერბეთსაც ექნება. რაც არ უნდა გვქონდეს, გაგიზიარებთ. შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ, ძვირფასო მეზობელო", - წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
ავტორ(ებ)ი :