28.11.2025 09:23
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ტერიტორიებზე უარის თქმის შესახებ არცერთ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
ერმაკმა აღნიშნა, რომ უკრაინა არ დათმობს თავის ტერიტორიებს მშვიდობის სანაცვლოდ.
„ვიდრე ზელენსკი პრეზიდენტია, არავინ უნდა ელოდოს, რომ ტერიტორიებს დავთმობთ. ის არ მოაწერს ხელს ტერიტორიებზე უარის თქმის შესახებ დოკუმენტს. კონსტიტუცია ამას კრძალავს. არავის შეუძლია ამის გაკეთება, თუ არ სურს უკრაინის კონსტიტუციისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წასვლა“, – განაცხადა ერმაკმა.
მისივე თქმით, დღეს ტერიტორიებზე უარის თქმის შესახებ დოკუმენტს ხელს არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ მოაწერს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე ზელენსკი აპირებს წითელი ხაზის გავლებას ყველაზე საკამათო საკითხზე: რუსეთის მოთხოვნაზე უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე.
„ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინა მზადაა, განიხილოს მხოლოდ ის, თუ სად უნდა იყოს გავლებული ზღვარი, რათა განისაზღვროს ის ტერიტორიები, რომლებსაც მეომარი მხარეები აკონტროლებენ. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ერმაკმა.
ავტორ(ებ)ი :