ვაშინგტონში დაჭრილი ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა 28.11.2025 09:47

ვაშინგტონში დაჭრილი ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი, 20 წლის სარა ბეკსტრომი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო 24 წლის ენდრიუ ვულფი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამასთან, ტრამპმა დასძინა, რომ ეჭვმიტანილი თავდამსხმელი, 29 წლის ავღანეთის მოქალაქე რაჰმანულა ლაკანვალი მძიმე მდგომარეობაშია.

აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი მოსამსახურე თეთრ სახლთან ახლოს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ვაშინგტონის პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, სროლა მოხდა მე-17 და 1-ლი ქუჩების კვეთაზე, რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის 2 მოსამსახურე დაიჭრა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. ის 29 წლის ავღანელი მიგრანტია. ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სროლის დროს ფლორიდაში იმყოფებოდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ