ბოსფორის სრუტეში, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერზე აფეთქება მოხდა, მიმდინარეობს ბორტზე მყოფების ევაკუაცია - „როიტერი“ 28.11.2025 23:45

ბოსფორის სრუტეში, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ერთ-ერთ ტანკერზე აფეთქება მოხდა, რის შედეგად, სამანქანე განყოფილებაში ხანძარი გავრცელდა.

როგორც „როიტერი“ იუწყება, მიმდინარეობს ბორტზე მყოფი 25 პირის ევაკუაციის ოპერაცია. ტანკერი ნოვოროსიისკის პორტისკენ მიცურავდა.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება „გარე ფაქტორმა“ განაპირობა. ვარაუდობენ, რომ ტანკერი „კაიროსი“ ნაღმზე აფეთქდა და ის ახლა იძირება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ ერთ ტანკერზე – „ვირატზეც“ რომელიც ასევე შავ ზღვაში გადაადგილდებოდა. ორივე ტანკერი სანქცირებულთა სიაში ფიგურირებს. „კაიროსი“ გამბიის დროშიც ქვეშ დაცურავდა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ