პუტინს უკრაინაში ომის დანაშაულები არ უნდა ვაპატიოთ, პასუხი უნდა აგონ ამისთვის, ეს იქნება ევროკავშირის მიდგომა ყველა დისკუსიაში-ევროკომისარი მაიკლ მაკგრატი 01.12.2025 11:16

პუტინს უკრაინაში ომის დანაშაულები არ უნდა ვაპატიოთ, - ამის შესახებ სამართლიანობისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისარმა, მაიკლ მაკგრატმა „პოლიტიკოსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკების მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ცეცხლის შეწყვეტისკენ სწრაფვამ არ გამოიწვიოს რუსეთის დაუსჯელობა.

„არ ვფიქრობ, რომ ისტორია კეთილგანწყობილად შეაფასებს უკრაინაში რუსეთის დანაშაულების კვალის წაშლის ნებისმიერ მცდელობას. მათ პასუხი უნდა აგონ ამ დანაშაულებისთვის და ეს იქნება ევროკავშირის მიდგომა ყველა დისკუსიაში. ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობას თუ დავუშვებთ, აგრესიის შემდეგი რაუნდისა და შემდეგი შეჭრის თესლს დავთესავთ. მჯერა, რომ ეს უზარმაზარი მასშტაბის ისტორიული შეცდომა იქნება. არ შეიძლება, უარი ვთქვათ რუსული აგრესიისა და რუსული დანაშაულების მსხვერპლთა უფლებებზე. მილიონობით სიცოცხლე შეიწირეს და გაანადგურეს, ადამიანები იძულებით გადაასახლეს და ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები", - განაცხადა მაკგრატმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ