01.12.2025 14:01
თურქული მედიის ინფორმაციით, უკრაინული დრონები სენეგალის სანაპიროსთან თურქულ ნავთობის ტანკერს თავს დაესხნენ.
თურქული მედია წერს, რომ ნავთობის ტანკერი „მერსინი" კომპანია „ბეშიქთაშ დენიზჯილიკს" ეკუთვნის.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, 183 მეტრის სიგრძის ნავთობტანკერს სენეგალის სანაპიროსთან იმ მოტივით დაესხნენ თავს, რომ მას რუსული ნავთობი გადაჰქონდა. პანამის დროშით მცურავი გემი 2009 წელს ააგეს.
ავტორ(ებ)ი :