,,ქვეყანას ტაქტიკური მარცხი ელის და ძალიან რთული იქნება რეალობასთან შეგუება''- დმიტრო კულება 02.12.2025 18:02

 

უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ფორუმზე „უკრაინის აღდგენა: ხარისხიანი ინსტიტუტები და ეკონომიკური უსაფრთხოება" განაცხადა, რომ ქვეყანას ტაქტიკური მარცხი ელის და ძალიან რთული იქნება რეალობასთან შეგუება. მისივე განცხადებით, ვინც ფიქრობს, რომ დაპყრობის შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად დარჩებოდა, ძალიან ცდებიან.

„ძალიან რთული იქნება რეალობასთან შეგუება. წინ ძალიან, ძალიან რთული პერიოდი გველის, როდესაც მოგვიწევს მწარე სიმართლის აღიარება. სიმართლის, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს ინსტაგრამზე ან ტელეგრამზე ხალისიანი პოსტები ან რაიმე ლოზუნგები. როდესაც ამ სიმართლეს ვაღიარებთ, ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იქნება. მაგრამ ჩვენ შევძლებთ მომავლის აშენებას. რადგან სანამ ამ ჭეშმარიტებას არ ვაღიარებთ, თქვენ და მე არ გვექნება ნორმალური მომავლის აშენების შესაძლებლობა. რეალობის უარყოფა კი მხოლოდ ხელს შეგვიშლის. ჩვენ წინ ტაქტიკური მარცხი, მაგრამ სტრატეგიული გამარჯვება გველის. ტაქტიკური, რადგან ამ მომენტში ეს უსიამოვნო იქნება. მაგრამ გავიხსენოთ, რით დაიწყო ეს შემოტევა - ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, როგორც ერის განადგურების სურვილით. თუ გჯერათ, რომ ჩვენი დაპყრობის შემთხვევაში ყველაფერი ისევ ისე დარჩებოდა, რადგან ისინი ცივილიზებული ადამიანები არიან, სამწუხაროდ, ღრმად ცდებით", - განაცხადა კულებამ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ