უკრაინა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემ „Midvolga 2“ -ზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს 02.12.2025 18:28

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შავ ზღვაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე დრონით თავდასხმას უარყოფს.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, „უკრაინას არაფერი აქვს საერთო ამ ინციდენტთან".

„ჩვენ ოფიციალურად უარვყოფთ რუსული პროპაგანდის ასეთ განცხადებებს. მეტიც, სავარაუდო მარშრუტი რუსეთიდან საქართველოში, თურქეთის ეკონომიკური ზონის გავლით, აზრს მოკლებულია და მიუთითებს, რომ ყველაფერი რუსეთმა მოაწყო", - დაწერა უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, თურქულმა მხარემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთი გადაჰქონდა, თავდასხმა განხორციელდა. მათივე ცნობით, თავდასხმაში „კამიკაძე დრონი" იყო ჩართული.

ამასთან, საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, რომლის მიხედვითაც, არანაირ ფაქტებს არ ემყარება გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „Midvolga 2" საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოემართებოდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ