ნატოს მაღალი თანამდებობის პირის განცხადებით, რუსები პოკროვსკის 95%-ს აკონტროლებენ 02.12.2025 23:12

 

რუსული ძალები ამჟამად დონეცკის რეგიონში, პოკროვსკის ტერიტორიის 95%-ს აკონტროლებენ, - განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე, DW-ს კორესპონდენტის კითხვებზე პასუხის გაცემისას.

ოფიციალური პირის თქმით, უკრაინას ამჟამად პოკროვსკიდან თავისი ჯარები გაჰყავს. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ქალაქში უკრაინული ძალების ნაწილი კვლავ რჩება.

ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ რუსეთის ძალებს პოკროვსკის აღება ერთ წელზე მეტი ხნის წინ დაევალათ, თუმცა, ეს მიზანი ძალიან ნელა იქნა მიღწეული და მოსკოვმა უზარმაზარი დანაკარგები განიცადა.

გარდა ამისა, ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ პოკროვსკის დაცემა უკრაინის თავდაცვისთვის გარდაუვალ კოლაფსს არ გამოიწვევს.

მისი თქმით, ალიანსი დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაგრძელებას შეძლებს.

ოფიციალურმა პირმა, ასევე, განაცხადა, რომ ნატოს ჯერ არ აქვს ზუსტი მონაცემები პოკროვსკის აღების დროს რუსეთის დანაკარგების შესახებ. თუმცა, მან მიუთითა, რომ 2025 წელს რუსებმა დაახლოებით 360 000 ჯარისკაცი დაკარგეს.

 

https://www.dw.com/uk/rosia-zahopila-ponad-95-vidsotkiv-pokrovska-cinovnik-nato/a-74990333

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ