რუმინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში უკრაინული საზღვაო დრონი გააუვნებელყვეს 03.12.2025 19:03

 

რუმინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში უკრაინული საზღვაო დრონი გააუვნებელყვეს. როგორც რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, საუბარია საზღვაო დრონ Sea Baby-ზე, რომელიც შავ ზღვაში ნაოსნობას საფრთხეს უქმნიდა.

ინციდენტი პორტ კონსტანცას სიახლოვეს მოხდა. სანაპირო დაცვის სამსახურმა ზღვაში უცნობი ობიექტი შენიშნა, მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს იყო საზღვაო უპილოტო აპარატი. ამის შემდეგ რუმინეთის საზღვაო სამხედრო ძალებმა მიიღეს უფლება, მოახდინონ დრონის ნეიტრალიზაცია. გავრცელებული ცნობით, უპილოტო აპარატი ააფეთქეს.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის მიმდინარეობის პერიოდში შავ ზღვაში გააუვნებელყვეს თითქმის 150 საზღვაო ნაღმი, რომელთაგან შვიდი რუმინეთის საზღვაო სამხედრო ძალებმა გაანეიტრალეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ