ჩეჩნეთში, ქალაქ გროზნოში, ერთ-ერთ მაღალსართულიან შენობაზე დრონით თავდასხმა მოხდა 05.12.2025 11:18

ჩეჩნეთში, ქალაქ გროზნოში მაღალსართულიან შენობაზე, „გროზნო სიტიზე" დრონით თავდასხმა მოხდა.

როგორც მედია წერს, აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, შენობის რამდენიმე სართულის ფასადი განადგურდა.

Astra-ს ცნობით, შენობაში ჩეჩნეთის უშიშროების საბჭო, ანგარიშების პალატა და საარჩევნო კომისიაა განთავსებული.

ჩეჩნეთის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

დრონების თავდასხმის რისკის გამო გროზნოს აეროპორტი, ასევე ბესლანისა და მაგასის აეროპორტები დროებით დაიხურა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ