05.12.2025 18:59
უკრაინის ევროპელ მოკავშირეებს შორის სულ უფრო აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ კიევს ომის დასასრულებლად მნიშვნელოვანი ტერიტორიული დათმობები მოუწევს, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი წერს.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, ბრიუსელში საჯაროდ არავინ აღიარებს, რომ უკრაინას ტერიტორიების დათმობა მოუწევს, ეს იდეა თანდათან აქტუალური ხდება, როგორც „ნაკლებად ცუდი რამ".
„ზოგიერთმა ევროპელმა წარმომადგენელმა პირდაპირ არ თქვა, მაგრამ მიანიშნა, რომ მშვიდობა შეუძლებელია რუსეთის მიერ მოთხოვნილი დათმობების დიდი ნაწილის გარეშე. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, უსაფრთხოების რა გარანტიების შეთავაზებას აპირებს შეერთებული შტატები ამ შეთანხმების ფარგლებში, რათა თავიდან იყოს აცილებული კრემლის ახალი თავდასხმა", - აღნიშნავს გამოცემა.
ამავდროულად, უკრაინის შესაძლო ტერიტორიული დათმობების იდეა მნიშვნელოვან წინააღმდეგობას იწვევს ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში, რომლებიც ამ დათმობას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისთვის სერიოზულ საფრთხედ განიხილავენ.
„თუმცა რეალობა ისეთია, რომ უკრაინის მხარდამჭერ მსურველთა კოალიციაში მყარდება შთაბეჭდილება, რომ კიევს ომის შესაჩერებლად სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოუწევს", - აღნიშნავს გამოცემა.
ავტორ(ებ)ი :