მშვიდობასთან იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, საბოლოო ჯამში, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს -ნატო-ში აშშ-ის ელჩი 06.12.2025 17:43

ჩვენ იმაზე უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა დოჰას ფორუმზე გამართულ პანელურ კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ იმაზე უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ეს არის რთული სიტუაცია სწორ ადგილას მისასვლელად. საბოლოო ჯამში, ეს ომი უნდა დასრულდეს. ის თითქმის ოთხი წელია, მიმდინარეობს მილიონობით მსხვერპლით. ჩვენ ვცდილობთ ამ ომის დასრულებას უკრაინაში. მგონია, რომ ყველანი ერთ აზრზე ვართ, რადგან მდივანი რუბიო პროცესშია ჩართული და დარწმუნებული ვარ, ყველა პერსპექტივა გათვალისწინებული იქნება. მაგრამ, ამავდროულად, უნდა გავარკვიოთ შესაძლებელია თუ არა, შეთანხმების მიღწევა. და, იცით, ვფიქრობ, საკმაოდ ნათლად განვაცხადეთ, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო 28-პუნქტიან გეგმაში, ახლა ოთხი განსხვავებული მიმართულება არსებობს. ნატო-ს მუშაობა, ევროკავშირის მუშაობა, რომელიც გამოყოფილია რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო პროცესისა და აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებისგან. ეს ყველაფერი რეალურ დროში ხდება", - აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.

მეთიუ უიტაკერის თქმით, ნატო-მ გაძლიერება უნდა განაგრძოს და დაამტკიცოს, რომ სუსტი არ არის.

„თავს კარგად ვგრძნობ იმით, თუ სად ვართ. მაგრამ, შეგვიძლია თუ არა უკეთესად ვიყოთ? რა თქმა უნდა. შეგვიძლია თუ არა კიდევ უფრო მზად ვიყოთ, ვიდრე ახლა ვართ? დიახ. ეს ადრეც მითქვამს, იცით, რუსეთი უგუნურია და საბოლოო ჯამში, შეუძლებელია პროგნოზირება, რას იზამენ. ჰიბრიდული საფრთხეები და აქტივობები არის კარგად დოკუმენტირებული. უნდა გავაგრძელოთ გაძლიერება და დავრწმუნდეთ, რომ სისუსტის ერთ სანტიმეტრსაც არ გამოვავლენთ, რადგან სუსტები არ ვართ. ნატო არა მხოლოდ ახლაა ძლიერი, არამედ ჩვენ გავაგრძელებთ ჰააგის 5%-იანი ვალდებულების შესრულებას. ვფიქრობ, ჩვენ არა მხოლოდ ყველაზე ძლიერი ალიანსი ვიქნებით პლანეტის ისტორიაში, არამედ ნამდვილად დიდი დრამატული ძალა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ", - განაცხადა უიტაკერმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ