"რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდა „სამშვიდობო გეგმას", მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის არც კი წაიკითხა"-დონალდ ტრამპი 08.12.2025 10:01

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი „სამშვიდობო გეგმას" დასთანხმდა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ის არც კი წაუკითხავს.

ჯონ კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრში ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ტრამპმა განაცხადა, რომ ის ზელენსკით „ცოტა იმედგაცრუებულია".

„ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს და უკრაინის ლიდერებს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ზელენსკის. და უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჯერ არ წაიკითხა ის. გეგმა მისმა ხალხმა დაამტკიცა, მაგრამ მან არა. რუსეთი თანახმაა. მჯერა, რომ რუსეთი თანახმაა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ზელენსკი თანახმაა. მის ხალხს მოსწონს, მაგრამ მას არ წაუკითხავს",- განაცხადა ტრამპმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ