,, უკრაინაში მობილიზაციის გაზრდაა აუცილებელი - სხვა გამოსავალი არ გვაქვს''- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 08.12.2025 17:50

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია მობილიზაციის, რეკრუტირების და ახალი კონტრაქტების გაფორმების გაზრდა. ასევე აუცილებელია სამხედროების ხარისხიანი მომზადება. ამის შესახებ „რბკ უკრაინა" იუწყება.

„მოწინააღმდეგე შეტევას განაგრძობს. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. უნდა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და გავამტკიცოთ ჯარი, რათა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მოგერიება მომავალშიც იყოს შესაძლებელი", - განაცხადა ალექსანდრე სირსკიმ.

მისი თქმით, საბაზისო სამხედრო მომზადების ვადა 51 დღემდე გაიზარდა. არსებობს პროფესიული მომზადების ვადა და საადაპტაციო პერიოდი.

სირსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია სამხედროების მომზადების გაუმჯობესება. უნდა გაიზარდოს ინსტრუქტორების მომზადების დონე და სასწავლო ცენტრების შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა მოხდეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ