,,ჩვენ არ გვაქვს არც იურიდიული და არც მორალური უფლება, ტერიტორიები დავთმოთ''- ზელენსკი 08.12.2025 23:35

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ განიხილავს თავისი ტერიტორიების გადაცემის შესაძლებლობას, რადგან ეს არ არის დაშვებული ეროვნული კანონმდებლობით, საერთაშორისო სამართლით ან მორალური პრინციპებით.

„განვიხილავთ თუ არა რაიმე ტერიტორიის დათმობის საკითხს? ჩვენ არ გვაქვს ამის არანაირი უფლება - უკრაინის კანონმდებლობით, ჩვენი კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლით, თუ გულახდილად ვიტყვით - არც მორალური უფლება გვაქვს. რა თქმა უნდა, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ ტერიტორიები დავთმოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა არაფრის დათმობა. სწორედ ამისთვის ვიბრძვით ჩვენ, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატები ამჟამად სიტუაციის მოსაგვარებლად კომპრომისულ გადაწყვეტილებებს ეძებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ