მერცი: ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატიის გადარჩენა მოისურვონ 09.12.2025 21:34

 

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ნაწილები ევროპის თვალსაზრისით საშინელებაა.

„მისი [სტრატეგიის] ნაწილი გასაგებია, ნაწილი კი ჩვენთვის, ევროპული პერსპექტივიდან, მიუღებელია", - განუცხადა მერცმა ჟურნალისტებს, როდესაც მას ჰკითხეს გეოპოლიტიკური სტრატეგიისა და იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებდა ის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე.

„მე ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატიის გადარჩენა მოისურვონ. თუ მისი გადარჩენა დაგვჭირდება, ჩვენით მოვახერხებთ ამას", - აღნისნა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ